გარდაიცვალა მსახიობი მარინა ჯანაშია

71 წლის ასაკში მსახიობი მარინა ჯანაშია გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახის წევრები ავრცელებენ.

მსახიობი რამდენიმე წლის განმავლობაში სიმსივნეს ებრძოდა.

მარინა ჯანაშია მონაწილეობდა ფილმებში:კუკარაჩა (ანიკო), მარადისობის კანონი (მარიამი); გრძელი ნათელი დღეები (მასწავლებელი), ცოდვის შვილები, მარტოხელა მონადირე (მარიკა) და ა.შ.

ის რუსთაველის და მარჯანიშვილის სახელობის თეატრების მსახიობი იყო. მისი როლებია: პაჟი (ანტიგონე), მარტირიო (ბერნარდა ალბას სახლი), ჯულიეტა (რომეო და ჯულიეტა), ქეთო (ქალის ტვირთი), მარინე (აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე), დორისი (წელიწადში მხოლოდ ერთხელ), ბაბული (ნახვის დღე). მან ასევე ითამაშა სპექტაკლებში – ოტელო, ევრიპიდე, კავკასიური ცარცის წრე, თოლია, კატა თუნუქის გახურებულ სახურავზე, ოქრომჭედლის სახელოსნოს წინ; მოხუცი ჯამბაზები და ა.შ.