გარდაიცვალა ტელეწამყვანი დონარა კინწურაშვილი

82 წლის ასაკში  საქართველოს ტელევიზიის ყოფილი დიქტორი და წამყვანი, დონარა კინწურაშვილი გარდაიცვალა.

დონარა კინწურაშვილი ქართული ტელევიზიის ერთ–ერთი პირველი წამყვანი იყო. ის 1963 წელს, 21 წლის ასაკში მოვიდა ტელევიზიაში და 45 წელი იმუშავა.

იყო საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ წამყვანი.