გარდაცვლილი ექთნის, დედა ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნდა

გარდაცვლილი ექთნის, დედა ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნდა. დედამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებთან მხოლოდ ის განაცხადა, რომ ჯერ არაფერი იცის მომხდარის დეტალების შესახებ. მან ასევე განაცხადა რომ მის შვილს საკეისრო კვეთა ჰქონდა გაკეთებული და ალერგიული არ იყო.

ცნობისთვის,ახალციხის კლინიკა “იმედში” 27 წლის მედდა 18 მარტს აცრეს, რომლის შემდეგაც,  რამდენიმე წუთში კომაში ჩავარდა. პაციენტი 19 მარტს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.