გარდაცვლილი მე-8 პაციენტი 71 წლის იყო და ბევრი თანმხლები დაავადება ჰქონდა – ტურძელაძე

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-8 პაციენტი 71 წლის ქალი იყო და ბევრი თანმხლები დაავადება ჰქონდა, – ამის შესახებ  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განაცხადა.

„აღნიშნული პაციენტი გუშინ გარდაცვლილი მამაკაცის მეუღლე არ არის, თუმცა, ისიც უმძიმეს მდგომარეობაშია. გარდაცვლილ ქალს ძალიან ბევრი თანხმლები დაავადება ჰქონდა, მათ შორის, არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, ზოგადი სიმსუქნე, გადატანილი ჰქონდა ინფარქტი, გამოხატული ჰქონდა რესპირაციული დისტრესინდრომი, ფილტვების ორმხრივი ანთება მძიმე ფორმით, ასევე განვითარდა ვირუსული მიოკარდიტი“, – განაცხადა ტურძელაძემ.