გარევაჭრობა აკრძალული არაა, კალაძის მითითების აღსრულების საფუძველი არ არსებობს – ნაცვლიშვილი

გარევაჭრობა აკრძალული არაა, კალაძის მითითების აღსრულების საფუძველი არ არსებობს – ამის შესახებ, პარტია ”ლელოს” წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა მისი თქმით, კახა კალაძის მითითება, რომ ისინი ვარკეთილის მეტროდან სავაჭრო სივრცეში გადაიყვანონ, “კიდევ ერთი უპასუხისმგებლო და კანონთან შეუსაბამო ქმედებაა”.

“მივმართავ თბილისის მერს – მის მიერ გაცემული მითითების აღსრულების საკანონმდებლო საფუძველი არ არსებობს. გარევაჭრობა დღევანდელი კანონმდებლობით აკრძალული არ არის, ამიტომ გარემოვაჭრეებზე ნებისმიერი ზეწოლა თუ დარწმუნება, რომ რაღაცას აფუჭებენ და ერთი ადგილიდან უნდა ადგნენ და სხვაგან გადავიდნენ, არის კიდევ ერთი უპასუხისმგებლო და კანონთან შეუსაბამო მოქმედება. სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ გარევაჭრობის თემა კანონით და ცივილიზებული ნორმების ფარგლებში დარეგულირდეს”, – ამბობს ნაცვლიშვილი.