“გარკვეული ინფორმაციები შეიძლება, შეესაბამებოდა სინამდვილეს”-კობახიძემ სუსიდან გამოჟონილი ფაილების ავთენტურობა აღიარა

”ქართული ოცნების” თავჯდომარე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი ფაილების  ავთენტურობას ადასტურებს თუმცა ასევე “ფეიკს” უწოდებს. ამის შესახებ მან დღეს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კობახიძე აცხადებს, რომ თუ ოფიციალური აღიარება სჭირდებათ, მაშინ ჯერ დოკუმენტებზე მისი თითის ანაბეჭდი უნდა იპოვონ.  პარტიაში ახლა იმ ადამიანს ეძებენ, რომელმაც სისტემიდან ინფორმაცია გამოიტანა და ტელეკომპანია “პირველს” მიაწოდა.

“იქ იყო გარკვეული ინფორმაციები, რომლებიც შეიძლება, შეესაბამებოდა სინამდვილეს, თუმცა ერთი რამ შემიძლია გითხრათ,  შეგიძლიათ, ამოიღოთ ნებისმიერი ეს დოკუმენტი ადრესატი ხომ მე ვიყავი, თუ სადმე დაფიქსირდება ჩემი თითის ანაბეჭდი ერთ დოკუმენტზე მაინც, ამ შემთხვევაში შემიძლია ვაღიარო, რომ არ არის “ფეიქი”.  რაღაცა ტიპის ინფორმაცია მიაწოდა “ტვ პირველს” სუს-ის უფროსის ერთ-ერთმა ყოფილმა მოადგილემ, რომელსაც თავის დროზე შეიძლებოდა, ჰქონოდა შეხება ამ ყველაფერთან.”- განაცხადა კობახიძემ.

ჩანაწერების ავთენტურობა, მისი გავრცელების შემდეგ, არაერთმა ჟურნალისტმა, პოლიტიკოსმა და სასულიერო პირმა დაადასტურა, ვინც მასში მონაწილეობს.