გასაგებია, რომ ყველა არაა, იქნება ბევრი სხვა საშუალება – სალომე ზურაბიშილი წინასაახალწლო მიღებაზე

“გასაგებია, რომ ყველა არაა, იქნება ბევრი სხვა საშუალება “- ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა, ორბელიანების სასახლეში, წინასაახალწლო მიღებაზე განაცხადა, რომელსაც ”ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის ნაწილის წარმომადგენლები ესწრებიან.

”ამ პროცესში თქვენი ყველას ჩართულობა აუცილებელია. აქ ყველა არ იმყოფება დღეს. ეს ძალიან გასაგებია ჩემთვის. არ შეიძლება, საახალწლო მიწვევაზე ყველა მოვიდეს. ჯერ ერთი, ჩვეულებრივი ფორმაა, მიწვევაზე ვიღაცას შეუძლია, ვიღაცას – არ შეუძლია. ეს არც შეურაცხყოფაა და არც უხერხულობა. იქნება ბევრი სხვა საშუალება, რათა დავიწყოთ ის საუბრები, რაც აუცილებელია. ” – განაცხადა ზურაბიშვილმა.