გასულ ღამეს რუსებმა უკრაინას 60-ზე მეტი დრონი და 90-მდე რაკეტა ესროლეს – ზელენსკი

გასულ ღამეს ოკუპანტებმა 60-ზე მეტი დრონითა და თითქმის 90 რაკეტით შეუტიეს. მსოფლიო ნათლად ხედავს, რა არის რუსი ტერორისტების სამიზნე: ელექტროსადგურები და ენერგომომარაგების ხაზები, ჰიდროელექტრო კაშხლები, ჩვეულებრივი საცხოვრებელი შენობები, თუნდაც ტროლეიბუსი. რუსეთი ებრძვის უბრალო ადამიანების სიცოცხლეს. ვუსამძიმრებ ამ ტერორის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და მეგობრებს.[…] შაჰედის” დრონები არ არიან ისეთი ჩამოუყალიბებლები, როგორც ზოგიერთი პოლიტიკოსი. მნიშვნელოვანია გვესმოდეს ფასი დაგვიანებული და გადადებული გადაწყვეტილებებისა. “პატრიოტის” საჰაერო თავდაცვის სისტემებმა უნდა დაიცვას ხარკოვი და ზაპორიჟიე, ჩვენ გვჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემები ხალხის, ინფრასტრუქტურის, სახლების დასაცავად. ჩვენმა პარტნიორებმა ზუსტად იციან რა არის საჭირო. მათ ნამდვილად შეუძლიათ მხარი დაგვიჭირონ. ჩვენ გვჭირდება ეს გადაწყვეტილებები. ადამიანების სიცოცხლე უნდა დავიცვათ მოსკოველი ურჩხულებისგან“,

აცხადებს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.