გასულ ღამეს, უკრაინელებმა, 26 რუსული დრონი გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, 28 მარტის ღამეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 26 რუსული დრონი გაანადგურეს.

რუსეთმა შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები პრიმორსკო-არხანგელსკის ტერიტორიიდან ააფრინეს.

დრონები ჩამოგდებულია კიევის, ხმელნიცკის, დნეპროპეტროვსკის, პოლტავის, ნიკოლაევისა და ხერსონის რეგიონებში.