მსგავსი ტიპის ფინანსური დახმარებები ემსახურებოდა და ემსახურება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და იმ შესაძლებლობების განვითარებას, რომლითაც ქვეყანამ უნდა შეძლოს საფრთხეების თავიდან აცილება.

ჩვენთვის გაუგებარია მსგავსი ტიპის მიკროგადაწყვეტილებები, რადგან ის გამოწვევები უსაფრთხოების თვალსაზრისით, მათ შორის, ოკუპაცია არსად არ წასულა, საქართველოს კიდევ უფრო მეტად სჭირდება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, იმისთვის, რომ უფრო მეტად შევძლოთ იმ საფრთხეების გამკლავება. შესაბამისად, იმედი გვაქვს, მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები ძალიან მალე დაუბრუნდება თავის ძველ ნიშნულს და ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირთან ამ მიმართულებით თანამშრომლობას.

ზოგადადაც, საქართველოს და ევროკავშირის თანამშრომლობა დაფუძნებულია ასოცირების შეთანხმებაზე, ყველას გვაქვს აღებული ვალდებულებები, ჩვენ თანმიმდევრულად, ლოგიკურად ვასრულებთ ამ ვალდებულებებს და მე არ ვიხმარდი ისეთ ძალიან მკაცრ შეფასებას, რომელიც ევროკავშირის ელჩმა განაცხადა. ვფიქრობ, ეს არის მიკროდონეზე მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც ვერანაირად ვერ შეაფერხებს საქართველოს სწრაფვას ევროინტეგრაციის მიმართულებით.

ასე ეხმაურება საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას