“მწვანე პასპორტების სისტემაში ის პაციენტებიც აისახებიან, რომლებსაც კორონავირუსის ტესტი საერთოდ არ გაუკეთებიათ, თუმცა 112-ს მიმართეს და ოჯახის ექიმთან ჰქონდათ კომუნიკაცია”

ანუ დღეს 112-ის ზარით, თუნდაც “მწვანე” პასპორტის აღების დაუოკებელი სურვილით ადამიანს შეუძლია სიმპტომები მოიგონოს და ავტომატურად მოხვდება ინფიცირებულთა სიაში?

მწვანე პასპორტის და ამით საზოგადოების დაცვის მინიმალური სტანდარტიც კი დარღვეულია!

გაუქმდეს მწვანე პასპორტი! ამ ეტაპზე ესაა ერთადერთი გონივრული ნაბიჯი”

წერს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ. ამირან გამყრელიძის ცნობით, პირი, რომელიც არ იქნება გატესტილი კორონავირუსზე და სიმპტომებიდან გამომდინარე, ოჯახის ექიმი გაუწევს მეთვალყურეობას, კოვიდგადატანილად ჩაითვლება და კოვიდპასპორტსაც მიიღებს.