სიმპტომებიანი პირი, რომელიც არ გატესტილა და ექიმი მეთვალყურეობდა, კოვიდპასპორტს მიიღებს

ამირან გამყრელიძის ცნობით, პირი, რომელიც არ იქნება გატესტილი კორონავირუსზე და სიმპტომებიდან გამომდინარე, ოჯახის ექიმი გაუწევს მეთვალყურეობას, კოვიდგადატანილად ჩაითვლება და კოვიდპასპორტსაც მიიღებს.

მისივე თქმით, შესაბამისი ნორმატიული აქტი სამინისტრომ დაუშვა.

“სამინისტრომ დაუშვა შესაბამისი ნორმატიული აქტი – თუ პირი არ არის გატესტილი, მაგრამ ჰქონდა სიმპტომები და ის დაუკავშირდა 112-ს, ასევე ჰქონდა ოჯახის ექიმთან კონტაქტი, ოჯახის ექიმი მას მეთვალყურეობდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ისინი შესაბამისად აისახებიან მერე ბაზაში “მწვანე პასპორტისთვის” ან მოგზაურობისთვის”, – აცხადებს გამყრელიძე.