მიწისქვეშა წვრთნები ლონდონში: მიტოვებულ მეტროს პლატფორმაზე რუსეთის მიერ ბალტიის ქვეყნებზე თავდასხმის მოგერიების სცენარს ამუშავებდნენ

spot_imgspot_img

ბრიტანეთის არმიამ გასულ კვირას ფარულად ჩაატარა წვრთნები, რომლის მიზანიც რუსეთის მხრიდან ბალტიის ქვეყნებზე შესაძლო თავდასხმის მოგერიება იყო. სარდლობის ცენტრად, სადაც დიდი ბრიტანეთისა და ნატოს სხვა ქვეყნების პასუხი აგრესიაზე იგეგმებოდა, ლონდონის ცენტრში მდებარე, ექსპლუატაციიდან გასული მეტროს პლატფორმა გამოიყენეს.

წვრთნებში, რომლებსაც არმია „ჩვენი თაობის სიცოცხლეში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურს“ უწოდებს, ასობით ბრიტანელი სამხედრო მონაწილეობდა. ისინი ჩატარდა მეტროს სადგურ Charing Cross-ის ერთ-ერთ პლატფორმაზე, რომელიც ტრაფალგარის მოედნისა და სამთავრობო ქუჩა უაიტჰოლის მახლობლად მდებარეობს – იმ რაიონში, სადაც ძირითადი სამინისტროები და პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაა განთავსებული.

ბრიტანელი სამხედროები ოპერაცია „Arrcade Strike“-ს აღწერენ როგორც „მასშტაბურ სარდლობით წვრთნებს“, რომელსაც ნატოს სწრაფი რეაგირების გაერთიანებული კორპუსი — ARRC — ატარებდა. ეს არის ნატოს განლაგებისთვის მზადმყოფი შტაბი, რომელსაც ბრიტანეთის არმია ხელმძღვანელობს.

თავდასხმა ბალტიის ქვეყნებზე — როგორი იყო სცენარი?

როგორც ბრიტანული მედია წერს, წვრთნების სცენარის მიხედვით, 2030 წელს რუსეთი გადაწყვეტს ლატვიაზე, ლიეტუვასა და ესტონეთზე თავდასხმას, რის შედეგადაც ნატო აამოქმედებს თავისი წესდების მეხუთე მუხლს კოლექტიური თავდაცვის შესახებ.

Sky News-ის ცნობით, წვრთნების დროს ჟურნალისტებს აჩვენეს პირობითი სატელევიზიო რეპორტაჟი, რომელიც, ფაქტობრივად, მესამე მსოფლიო ომის დაწყებას აღწერდა. მასში წამყვანი ამბობს, რომ რუსულმა ჯარებმა ახლახან შეუტიეს ბალტიის სამ სახელმწიფოს. ამის შემდეგ ბრიტანელი სამხედროები ARRC-ის შემადგენლობაში ესტონეთში გაემგზავრნენ, სადაც გაიშალა შტაბი დაახლოებით 500 თანამშრომლით, 20-ზე მეტი სახელმწიფოდან. მათ უნდა გაეწიათ კოორდინაცია ნატოს დაახლოებით 100 ათასი სამხედრო მოსამსახურისთვის, რომლებიც რუსეთის აგრესიას იგერიებდნენ.

Daily Mirror აზუსტებს, რომ ბრიტანელ სამხედროებს ამერიკული ძალებიც შეუერთდნენ და წვრთნების ფარგლებში დამუშავდა სცენარი, რომლის მიხედვითაც ლონდონის მეტროს პლატფორმა გადაიქცა „ბუნკერად, რომელიც თითქოს ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მდებარეობდა“.

„სცენარი, რომელსაც ახლა იხილავთ, განზრახ არის 2030 წლით დათარიღებული, რადგან სწორედ ამ დროს ვთვლით რუსეთის თავდასხმის საფრთხეს ყველაზე მწვავედ“, — თქვა წვრთნების მონაწილეებისთვის გაკეთებულ მიმართვაში ARRC-ის მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა მაიკ ელვისმა.

როგორც Sky News აღნიშნავს, ნატოს სხვა მსგავს წვრთნებში რუსეთს, როგორც წესი, ფორმალურად არ ასახელებენ პოტენციურ მოწინააღმდეგედ. ამის ნაცვლად, ამუშავებენ მოქმედებებს რაღაც პირობითი სახელმწიფოს წინააღმდეგ, თუმცა ყველა მონაწილე არაფორმალურად მაინც რუსეთს გულისხმობს.

როგორ მიმდინარეობდა წვრთნები

ბრიტანელი სამხედროების განმარტებით, მეტროს სადგური წვრთნების ადგილად შეარჩიეს, როგორც სამოქალაქო ობიექტის სამხედრო დანიშნულებით გამოყენების მაგალითი.

„ადრე ჩვენ კარვებში და ღია სივრცეებში ვიშლებოდით, შემდეგ გადავედით კომერციულ შენობებში, თვითმფრინავების ანგრებში, ახლა კი — მიწისქვეშა ლოკაციებშიც“, — თქვა ერთ-ერთმა მეთაურმა წვრთნების დროს.

„მიწისქვეშ მუშაობისას ჩვენ გაცილებით ნაკლებ კვალს ვტოვებთ, ჩვენი აღმოჩენა უფრო რთულია, შესაბამისად, იზრდება თავდასხმისას გადარჩენის შანსიც“, — დასძინა მან.

„ეს არის გაკვეთილი, რომელიც უკრაინამ უკვე ისწავლა, ასევე — ნატოს ჩვენმა პარტნიორებმა ევროპის აღმოსავლეთ ფლანგზე“, — თქვა ბრიტანეთის არმიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. — „მიწისქვეშ გადასვლა სიახლე არ არის, ეს გადარჩენის სტრატეგიაა“.

მისი განმარტებით, Charing Cross-ის სადგურის გვირაბები წვრთნების ადგილად იმიტომ შეირჩა, რომ ისინი აღარ გამოიყენება, იქ საკმარისი სივრცეა სრულფასოვანი სარდლობის პუნქტის გასაშლელად და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისინი დიდი ქალაქის შუაგულში მდებარეობს.

„ეს ამტკიცებს, რომ ასეთმა მოდელმა შეიძლება იმუშაოს ყველაზე რთულ ურბანულ პირობებშიც კი, რაც კი შეიძლება წარმოვიდგინოთ“.

„უკრაინის ომმა მსოფლიოს შეახსენა არასასიამოვნო, მაგრამ რეალური ფაქტი: ევროპაში მშვიდობისთვის საფრთხეები არც თეორიულია და არც შორეული. რუსეთმა ომისთვის მთელი თავისი ეკონომიკა, ინდუსტრია და არმია მობილიზებული გახადა. სასწორზე დგას ნატოს ყველა ქვეყნის უსაფრთხოება, გამონაკლისის გარეშე“, — აცხადებს არმია.

მიწისქვეშა სარდლობის ცენტრიდან ხორციელდებოდა სამხედრო მოქმედებების მართვა ხმელეთზე, ჰაერში, ზღვაზე და კიბერსივრცეში.

ფარული ოპერაცია

წვრთნების ორგანიზატორებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ მათი ჩატარება შეუმჩნეველი დარჩენილიყო.

28 წლის ბრიტანელმა სამხედრო სპეციალისტმა ისმაილა კისეიმ თქვა, რომ მეტროს სადგურზე სამოქალაქო ტანსაცმლით უნდა მისულიყო და მხოლოდ დოკუმენტების შემოწმების შემდეგ გამოეცვალა სამხედრო ფორმა.

„ჩემი ლონდონური ფესვები გამახსენდა და ისე ჩავიცვი, როგორც ლონდონში იცვამენ, რომ ადგილობრივებისგან არაფრით განსხვავებული ვყოფილიყავი და არავის არაფერი ეეჭვა. ისე გამოვიყურებოდი, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც სამსახურში მიდის“, — ამბობს ის.

სამხედროს ოჯახს ეგონა, რომ ის შვებულებაში იმყოფებოდა.

spot_imgspot_img

პოპულარული

ზელენსკი სერბეთშია. ვიზიტის პირველი საღამო ვუჩიჩთან ერთად ვაშხშამს დაეთმო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სერბეთში...

აშშ-ის სენატმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ გრემის კანონპროექტი დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა პარასკევს, 7 აგვისტოს, 86 ხმით 11-ის წინააღმდეგ...

კობახიძემ „დიპ-სტეიტის“ ახალი „გეგმა“ გაშიფრა, რომელიც რუს ტურისტებს უკავშირდება

ირაკლი კობახიძის განცხადებით „დიპ-სტეიტის“ ახალი გეგმის თანახმად, მათმა ადგილობრივმა...

აშშ–მა საქართველოში რეგისტრირებული კომპანია დაასანქცირა, რომელიც ირანის რევოლუციურ გუშაგთა კორპუსთან იყო დაკავშირებული

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC)...

ამ ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას–ევროკავშირი 2008 წლის ომზე

ევროკავშირი მისი პრესსპიკერის საშუალებით განცხადებას ავრცელებს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის...

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ომის მოწინააღმდეგე პარტია „იაბლოკო“ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებიდან მოხსნა

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებისთვის „იაბლოკოს“ ფედერალური სიის...
spot_img

ყველა ამბავი

შამანი, რომელიც კრემლიდან პუტინის „განდევნას“ გეგმავდა, სასამართლომ ისევ ფსიქიატრიულში დატოვა

იაკუტიის სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება ცნობილი იაკუტელი შამანის, ალექსანდრ გაბიშევის იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ვადის გაგრძელების შესახებ.სასამართლო კოლეგიამ უარი თქვა...

გერმანიის ახალი ელჩი: არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან

არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან - გერამანიის ახალი ელჩის ბარბარა ფოსის კომენტარს საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.„არსებული...

ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი შპს „სოლიდუსმა“ შეიტანა

ოკუპირებულ აფხაზეთს საწვავი კომპანია „სოლიდუსმა“ მიაწოდა. ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ წერს, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაციაში უთხრეს, რომ საწვავის მიწოდება „სპეციალური...

პუტინის ვიზიტი სადაო კუნძულზე და მედვედევი: იაპონიის პრემიერის ყბედობა არაფერს შეცვლის

„იაპონიის პრემიერის ყბედობა არაფერს შეცვლის, კურილის კუნძულები იყო, არის და იქნება რუსეთის ტერიტორია“ - ეს განცხადება რუსეთის უშიშროების საბჭოს...

რატომაა იდუმალებით მოცული აფხაზეთში საწვავის შეტანის დეტალები – კითხვები, რომლებზეც პასუხი „ოცნებას“ ჯერ არ გაუცია

ვინ, როგორ და რა გზით, რა მიზნითა და დანიშნულებით შეიტანა საწავავი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში.ხელისუფლების ოპონენტები...

„ქოცხროვა“ ამზადებს დიდ ღალატს – გეორგიევსკის ტრაქტატის“ მოხმობით ამზადებენ ქართული სახელმწიფოს გაუქმებას

„ქოცხროვა“ ამზადებს დიდ ღალატს - „გეორგიევსკის ტრაქტატის“ მოხმობით ამზადებენ ქართული სახელმწიფოს გაუქმებას - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი სოპციალურ ქსელში...

ტრამპს Truth Social-ზე პოსტების მონეტიზაციის გამო უჩივლეს

ამერიკულმა საინფორმაციო გამოცემა The Intercept-მა და არაკომერციულმა ორგანიზაცია Freedom of the Press Foundation-მა (FPF) აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სასამართლოში...

გერმანელი გენერალი: რუსეთი NATO-ს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აფართოებს

რუსეთი ჰიბრიდულ ომს აფართოებს და ევროპაში სულ უფრო მეტ ოპერაციას ატარებს მთავრობებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დესტაბილიზაციის მიზნით, — მიიჩნევს...

როგორ იქცა დღე ღამედ: მზის დაბნელება ევროპაში

მზის სრული დაბნელება, რომელიც 2026 წლის 12 აგვისტოს მოხდა, XXI საუკუნის პირველი სრული დაბნელება იყო ევროპის უდიდესი ნაწილისთვის. ამ...

გომის მთაზე მიკროავტობუსი ტურისტებით ხრამში გადავარდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

ამ დროისთვის შსს ადასტურუებს 4 ადამიანის გარდაცვალებას გომისმთაზე მომხდარი ავარიის შედეგად. 12 აგვისტოს, საღამოს საათებში გურიაში, გომისმთის გზაზე ხრამში...

სოხუმის რეჟიმი: გადავწყვიტეთ, ხელი არ შევუშალოთ საქართველოდან საწვავის შემოტანას

„აფხაზეთის ხელისუფლება არ შეუშლის ხელს საქართველოდან საწვავის შემოტანას“ — ამის შესახებ სააგენტო „აფსნიპრესს“ ე.წ. აფხაზეთის მთავრობაში განუცხადეს მას შემდეგ,...

კობახიძე: „გეორგიევსკის ტრაქტატმა“ ქვეყანა გადაარჩინა, ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ, სამწუხაროდ, სხვანაირად განვითარდა მოვლენები

ერეკლე მეორის მიერ ხელმოწერილმა „გეორგიევსკის ტრაქტატმა“ ქვეყანა გადაარჩინა. სანამ ერეკლე მეორე ცოცხალი იყო, შეთანხმება სრულდებოდა. მიხეილ სააკაშვილის ლიდერობის პირობებში...