საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა – Sputnik

spot_imgspot_img

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა. მისი მონაწილეები აცხადებენ, რომ ახალი საზოგადოებრივი ინიციატივის მთავარი ამოცანა საჯარო სივრცეში დისკრიმინაციის, სიძულვილის ენისა და ანტირუსული რიტორიკის შემთხვევების გამოვლენა და ანალიზია. ინიციატივა პრორუსულ ორგანიზაციებს, მათ შორის, „ევრაზიის ინსტიტუტს“ ეკუთვნის.
„რუსოფობიის მონიტორინგის საბჭოს“ მიზნებზე კრემლის სახელმწიფოებრივი პროპაგანდისტული პლატფორმა „სპუტნიკი“ წერს. გამოცემის ცნობით, საბჭო შეაგროვებს ინფორმაციას იმ ფაქტების შესახებ, რომლებსაც რუსოფობიის გამოვლინებად მიიჩნევს: რუსეთის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელებიდან და ისტორიული მოვლენების დამახინჯებიდან დაწყებული, ენობრივი ან ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციით დამთავრებული. მონიტორინგი შეეხება ექსკლუზიურად ფიზიკური და იურიდიული პირების საჯარო განცხადებებს, პუბლიკაციებსა და ქმედებებს.

საბჭოსთან ასევე იმუშავებს იურისტთა ჯგუფი, რომელიც სამართლებრივ შეფასებას მისცემს გამოვლენილ შემთხვევებს და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის მიმართვებს, მათ შორის, სააპელაციო საჩივრებს მოამზადებს. მონიტორინგის შედეგების გამოქვეყნება სამ თვეში ერთხელ იგეგმება.

ინიციატივის ავტორები აღნიშნავენ, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობენ 2022 წლის თებერვლის შემდეგ მომხდარ მოვლენებსა და გაკეთებულ განცხადებებს. მათ მიაჩნიათ, რომ ბოლო წლებში საქართველოში ანტირუსული გამონათქვამებისა და აქციების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.

ორგანიზატორებმა ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდეს, ხელი შეუწყონ ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლას და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეროვნული და ენობრივი მრავალფეროვნების პატივისცემის შენარჩუნება სოციალური სტაბილურობის მნიშვნელოვან პირობად რჩება

  • კრემლის „რბილი ძალა“ საქართველოში: რა არის „ევრაზიის ინსტიტუტი“ და რა მიზნებს ემსახურება ის?

წლების განმავლობაში ჩატარებული მედიამონიტორინგისა და საგამოძიებო კვლევების მიხედვით, „ევრაზიის ინსტიტუტი“ წარმოადგენს კრემლის „რბილი ძალის“ კლასიკურ ინსტრუმენტს, რომლის მთავარი ამოცანა ქვეყნის საგარეო კურსის დივერსიაა. ორგანიზაცია მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთის სახელისუფლებო წრეებთან. მაგალითად, რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტთან, რომელიც პირდაპირ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას ექვემდებარება და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში გავლენის ოპერაციებს გეგმავს.

„ევრაზიის ინსტიტუტი“ მიზანმიმართულად მუშაობს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების დისკრედიტაციაზე, საზოგადოების პოლარიზაციასა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის შეცვლაზე. ორგანიზაცია აცხადებს, რომ მისი მიზანია „რუსეთთან სრულფასოვანი თანამშრომლობა“, რაც პრაქტიკაში სწორედ ნატოსა და ევროკავშირთან ინტეგრაციაზე უარის თქმას ნიშნავს.

spot_imgspot_img

პოპულარული

The Wall Street Journal:პუტინმა შესაძლოა ნატოს უკრაინაში ომის დასრულებამდეც შეუტიოს

პუტინმა შესაძლოა ნატოს უკრაინაში ომის დასრულებამდეც შეუტიოს — უკვე...

მოლდოვამ მის ტერიტორიაზე დრონის ჩამოვარდნის შემდეგ რუსეთიდან ელჩი გამოიწვია

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში ქვეყნის ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიწვია....

საბავშვო ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცი შეიტანეს – დაკავებულია 2 პირი

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თაღლითობისა და ფალსიფიკაციის ფაქტზე,...

გიორგი ბურჯანაძე: პატიმართა რაოდენობა საქართველოში 18 თვეში 43%-ით გაიზარდა

18 თვეში პატიმართა რაოდენობა საქართველოში 43%-ით არის გაზრდილი, -...

სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება 2 წლის შემდეგ დაიწყო

2  წლის შემდეგ, სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება...

როგორ ასაბუთებს პროკურატურა ნია იმნაძისთვის წაყენებულ „წაქეზების“ ბრალს

მოკლული პედაგოგის გიგა ავალიანის საქმის პროკურორი განმარტავს, თუ როგორ...

რა ინფორმაციას ავრცელებს შსს 2014 წელს გაუჩინარებული ახალგაზრდის საქმეზე

2014 წელს გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის საქმის გამოძიების შესახებ...

ბაიბა ბრაჟე – საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავ რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა, ლატვია ამას არასდროს აღიარებს

ლატვია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას ადასტურებს...
spot_img

ყველა ამბავი

რატომ გვიანდება ინფრასტრუქტურული პროექტები წლობით?

 რასთან გვაქვს საქმე, როცა პროექტის შესრულება დათქმულ ვადას ოთხი წლით სცდება? ცუდ დაგეგმვასთან? არაეფექტურ მონიტორინგთან? უხარისხო შესრულებასთან? თუ სამივესთან...

მოლდოვამ მის ტერიტორიაზე დრონის ჩამოვარდნის შემდეგ რუსეთიდან ელჩი გამოიწვია

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში ქვეყნის ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიწვია. ამის შესახებ უწყების პრესსამსახურმა ორშაბათს, 10 აგვისტოს, Telegram-ზე განაცხადა. საგარეო საქმეთა...

რატომ იზრდება ირანული კომპანიების რაოდენობა ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ირანული ინვესტიციების მოცულობა?

8 აგვისტოს აშშ-ის მიერ საქართველოში რეგისტრირებული კრიპტოკომპანიის დასანქცირების შემდეგ „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ (EPRC)საქართველოში რეგისტრირებულ ირანულ კომპანიებზე ინფორმაციას ავრცელებს....

გეგელია კობახიძეზე: ეს არის წინასწარ გაცხადებული საბოტაჟის ქრონიკა. პრემიერი ერის წინააღმდეგ

ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ. სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია - ასე...

ირაკლი კირცხალია: “სუხიშვილები”, ნიკოლოზ რაჭველი და პაატა ბურჭულაძე გარე ინტერესებს ემსახურებიან

„ქართული ოცნება“ უკვე რამდენიმე დღეა „რუსოფობიისა“ და „რუსოფობების“ თემას ვრცელ მიმოხილვებს უძღვნის. ირაკლი კობახიძის შემდეგ ვრცელ სტატუსს, სოციალურ ქსელში,...

კალაძის განმარტება რუს ბლოგერთან ინტერვიუზე, რომელშიც მან რუსი ტურისტები საქართველოში დაპატიჟა

კახა კალაძე პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ რუს ბლოგერს ინტერვიუ მისცა, რომელშიც რუსი ტურისტები საქართველოში დაპატიჟა და ურჩია, რომელი...

რა ინფორმაციას ავრცელებს შსს 2014 წელს გაუჩინარებული ახალგაზრდის საქმეზე

2014 წელს გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის საქმის გამოძიების შესახებ შსს ინფორმაციას ავრცელებს.„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია, 2014 წელს, დუშეთის...

ტრამპის გოლფ-კლუბის თავზე ორი თვითმფრინავი სამხედრო ავიაგამანადგურებლებმა შეაჩერეს და ზონიდან გაყვანეს

ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის გაერთიანებული სარდლობის (NORAD) F-16 ტიპის გამანადგურებლებმა 9 აგვისტოს ორი სამოქალაქო თვითმფრინავი გააჩერეს, რომლებმაც ნიუ-ჯერსის შტატში,...

შსს–მ ჩინეთის 2 მოქალაქე დააკავა, რომლებმაც თვითმფრინავის ბორტზე 2 მგზავრს თანხა მოპარეს

სამართალდამცავებმა ქურდობის ბრალდებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს.შსს–ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია:„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის...

კობახიძის განცხადების გამო ცხინვალის რეჟიმი აგრესიაში დამნაშავედ ქართული სახელმწიფოს გამოცხადებას მოითხოვს

ცხინვალის რეჟიმი თვლის, რომ საქართველომ კობახიძის სახით აღიარა სააკაშვილი დამნაშავედ აგრესიაში, შესაბამისად, პასუხისმგებლობა ქვეყანას უნდა დაეკისროსრუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალი...

რუსეთში დრონების მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელები დააკავეს. წარსულში ამ კომპანიის დრონები პუტინსაც წარუდგინეს

მოსკოვის კუზმინსკის რაიონულმა სასამართლომ  უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელი კომპანია „დრონ სოლუშნსის“ მოქმედი გენერალური დირექტორი ვიაჩესლავ ბარბასოვი და მისი წინამორბედი...

1.1 მილიარდი კინოგაქირავებიდან:„ოდისეა“ კრისტოფერ ნოლანის კარიერაში ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდა

კრისტოფერ ნოლანის ახალი ფილმის, „ოდისეას“ მსოფლიო კინოგაქირავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 1,1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რის შედეგადაც ის რეჟისორის კარიერაში ყველაზე...