პირდაპირ რომ დამხვრიტოთ? ეს არის მდინარაძის შურისძიება, რადგან მისი კრიპტოსაფულე გამოვაქვეყნე – ელისო კილაძე

“ეს არის მდინარაძის შურისძიება, რადგან მისი კრიპტოსაფულე გამოვაქვეყნე” – ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე, თაღლითობისა და “ფულის გათეთრების” ბრალდებით დაკავებულმა ჟურნალისტმა, ელისო კილაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მდინარაძის და გვარაკიძის ბრალს არ აღიარებს და ეს არის მამუკა მდინარაძის შურისძიება მის მიმართ.

კილაძის საქმე დანარჩენი 9 პირის საქმეს გამოეყო და ცალკე წარმოებად, ისევ სრულად დახურულ რეჟიმში წარიმართება. საქმის პროკურორის თქმით, დახურვა განპირობებულია პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოებით. ვინაიდან ბრალდებულები, მათ შორის, ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების მამხილებელ ჩვენებებს იძლევიან.

“პირდაპირ რომ დამხვრიტოთ, არა?… რა თქმა უნდა, დახურვას არ ვეთანხმები, ამ მოწმეების ვინაობა 3 თვეა, ცნობილია და არანაირი ზემოქმედება მათზე არ ყოფილა, ეს ყურით მოტანილი მიზეზია.3 თვეა, სატელეფონო ზარები, ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია და წერილები ამიკრძალეს.მდინარაძის და გვარაკიძის ბრალს არ ვაღიარებ და არ ვეთანხმები, ეს არის მამუკა მდინარაძის შურისძიება, რადგან მისი კრიპტოსაფულე გამოვაქვეყნე, ეს აუცილებლად გამოძიებული იქნება დიდი ალბათობით, ამ ხელისუფლების პირობებში.ციხეში დავალპობო ნათქვამი აქვს[მდინარაძეს], ვნახოთ, ვინ, სად განაწილდება რუსთავის სამთავრობო კვარტალში…მდინარაძის ოცნება დროებით ახდა, „ქრონიკა პლუსი“ დახურულია, „ფეისბუქიდან” ჩემი პოსტები წაშლილია, მე ვარ მამუკა მდინარაძის  ტყვე, ის ელოდებოდა, რომ ვიტირებდი და თხოვნებს გავუგზავნიდი, ციხემ ვერ გამტეხა და ვერც გამტეხავს, ამ საქმეს ჩამოგიშლით, ამის გეშინიათ, ამიტომ ხურავთ ამ პროცესს რომ ჩუმად გამასამართლოთ, მაგრამ ასე ვერ იქნება. ციხეში ვიქნები თუ ციხის გარეთ, ბრძოლა რაც დაწყებულია, ბოლომდე მივა. რაც შეეხება „ქოლ ცენტრებს“, ორგანიზებულ ჯგუფს თქვენ აფარებთ ხელს. ხომ თვლიან, რომ დამნაშავე ვარ, გამასამართლეთ საჯაროდ”, – თქვა კილაძემ.