როგორც კი ბურთს მივიღებთ, გაჩვენებთ, როგორ ვურტყამთ კარში – ზელენსკი პესკოვს

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უარყოფს პუტინის პრესმდივნის განცხადებას, რომ მოსკოვმა კიევს სამშვიდობო დოკუმენტის პროექტი გადასცა.

ჟურნალისტის კითხვაზე მან თქვა, რომ არამარტო არ უნახავს წინადადებები რუსეთისგან, არამედ დარწმუნებულია, რომ ის არ არსებობს.

“დარწმუნებული ვარ, მათ არაფერი მოუციათ”,– განაცხადა ზელენსკიმ უკრაინული მედიის ცნობით.

ის ასევე გამოეხმაურა პესკოვის სიტყვებს, რომ “ბურთი კიევის მხარესაა”.

“პრინციპში, ადრე საკმაოდ კარგად ვთამაშობდი ფეხბურთს. რა წესებია იქ: ორი გუნდი უნდა გყავდეს და გქონდეს ბურთი. მეჩვენება, რომ პესკოვი საკუთარ თავთან თამაშობს ფეხბურთს.

ჩვენ აუცილებლად ვაჩვენებთ, თუ როგორ ვურტყამთ კარში, როგორც კი ბურთს მივიღებთ”, – დასძინა ზელენსკიმ.