“ველოდებით რეაქციას” – პესკოვის თქმით, რუსეთმა კიევს სამშვიდობო დოკუმენტის პროექტი გადასცა

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვმა კიევს სამშვიდობო დოკუმენტის პროექტი “მკაფიო ფორმულირებით” გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას, Unian-ი “რია ნოვოსტიზე” დაყრდნობით  ავრცელებს. პესკოვის თქმით,  უკრაინა, სავარაუდოდ, არ ჩქარობს რეაგირებას.

“მოლაპარაკების პროცესის ფარგლებში უკრაინულმა მხარემ მიიღო დოკუმენტის პროექტი მკაფიო ფორმულირებით. ბურთი კიევის მხარეზეა, მოსკოვი პასუხს ელოდება. “, – განაცხადა პესკოვმა.