ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს

spot_imgspot_img

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი საზოგადოებას 5+1 შეთანხმებას სთავაზობს.

პატიმრობაში მყოფი ხაბეიშვილის „ფეისბუქზე“ გავრცელებულ მის მიმართვაში წერს, რომ უნდა მოხდეს შეთანხმება 5 საკითხზე, რასთან დაკავშირებითაც „პროპაგანდას პასუხი უნდა გასცენ“. დამატებით ერთ საკითხად კი ლევან ხაბეიშვილი ასახელებს „საქართველოს ივანიშვილის გარეშე“.

„საქართველოს სახელმწიფო ისტორიულ გზაგასაყარზეა. ივანიშვილმა აირჩია ავაზაკ ბარაბას, მოღალატე იუდას გზა და უარყო ილია ჭავჭავაძის, დავით აღმაშენებლის, თამარის და რაც მთავარია იესოს გზა. ივანიშვილმა უარი თქვა სიკეთეზე, სიყვარულზე, დათმობაზე და მისი რეჟიმი დაამყნო სიძულვილზე, წამებაზე, ძალადობაზე, დაყოფაზე… ძალადობრივ რეჟიმს ზურგს უმაგრებს ამორალური, აღვირახსნილი, მატყუარა რუსული პროპაგანდა. ჩვენი ვალდებულებაა ამ გამოწვევას ადეკვატურად ვუპასუხოთ. პროპაგანდისტული რეალობიდან გამომდინარე გთავაზობთ შეთანხმებას – ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტი.

1. საქართველოში არასდროს იქნება ერთსქესიანთა ქორწინება, ოჯახი იყო არის და იქნება ქალისა და მამაკაცის ერთობა. (ევროკავშირს არასდროს მოუთხოვია, უთხოვია საწინააღმდეგო. ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში ასევე არსებობს კანონი ან კონსტიტუცია, სადაც იგივე დათქმაა, რაც ზემოთ მოგახსენეთ)

2. საქართველოში, ხალხის მთავარი გამაერთიანებელი, ყველა დროს, ყველა ეპოქაში იყო რწმენა, ღმერთი. უფლის სიყვარული ქრისტესმიერი სათნოებაა, სიკეთე და ტოლერანტობა. ჩვენი პრიორიტეტი არის და იქნება კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, რეაბილიტაცია და აღდგენა. ასევე, სასულიერო აკადემიების გაძლიერება, ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფა და ფინანსური მხარდაჭერა. მხარს დავუჭერთ პატრიარქის ინსტიტუციისთვის შესაძლებლობის გაჩენას, რომ შობის და აღდგომის დღესასწაულებზე უშუამდგომლოს გარკვეული რაოდენობის მსჯავრდებულს.

3. საქართველოდან კოლოსალური რაოდენობის მოქალაქე გაურბის სიდუხჭირეს, გაჭირვებას,რუსულ რეჟიმს და ამ ფონზე აბსოლუტურად უკონტროლოდ, ზღვარგადასული რაოდენობით, ჩვენს ქვეყანაში შემოდიან რუსები, პაკისტანელები, ინდოელები, ირანელები და ა.შ . უპირობოდ შეწყდება უკონტროლოდ შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოდინება და გამკაცრდება საემიგრაციო პოლიტიკა. ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე იგივე სხვა ქვეყნის მოქალაქეებს ზომიერების გარეშე შეეძლებათ ესტუმრონ საქართველოს და არა ჩაანაცვლონ საქართველოს მოქალაქე.

4. ოკუპანტ რუსებთან გვექნება რაციონალური, სახელმწიფოებრივი პოლიტიკა, რაც უპირობოდ უზრუნველყოფს სტაბილურობას, მშვიდობას და საქართველოს ინტერესების ღირსეულ დაცვას.

5. საქართველოში დემოგრაფიული კატასტროფაა. მცირდება შობადობა, იზრდება სიკვდილიანობა. ამ ფონზე ინგრევა ოჯახები და მათი უმრავლესობა საქართველოდან გადახვეწით შველის საკუთარ თავს. ჩვენთვის ოჯახი, გამრავლება არის პრიორიტეტი და შესაბამისად ქორწინება, ოჯახის შექმნა და შვილის ყოლა გახდება ფინანსურად წახალისებული და უზრუნველყოფილი.

როგორც კი ამ 5 პუნქტზე შევთანხმდებით და ფორსირებულად პასუხს გავცემთ პროპაგანდას ყოველგვარი ჭოჭმანის, ჭრიალის და ენის მოჩლექის გარეშე, შემდეგ უკვე შევძლებთ გადავიდეთ ასევე, უმნიშვნელოვანეს საკითხებზე: ევროპასთან ინტეგრაცია, დასავლურ ვექტორზე დაბრუნება, საკანონმდებლო ბაზის გასწორება, რომ უსწრაფესად დავუბრუნდეთ ჩვენს ისტორიულ ევროპულ ოჯახს. ამის შემდეგ, შეგვიძლია ვისაუბროთ საბანკო ოლიგარქიის დასრულებაზე, ეკონომიკურ სიკეთეებზე და დოვლათზე, რომელსაც მიიღებს ხალხი.

და +1 პუნქტი – საქართველო ივანიშვილის გარეშე!!! ამ პუნქტის შესრულების გარეშე საბოლოოდ გადაიჩეხება ჩვენი ქვეყანა, რაც ცხადია არ უნდა დავუშვათ!

კომენტარებში დაწერეთ თქვენი პოზიციები და ასევე, ფოსტით გამომიგზავნეთ წერილი ქ. რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება“,- წერს ლევან ხაბეიშვილი.

spot_imgspot_img

პოპულარული

ბათუმში 21 წლის ტრანსგენდერი ქალის ცხედარი იპოვეს

ბათუმში - ორკვირიანი ძებნის შემდეგ, საცხოვრებელ სახლში რუსეთის 21...

ამ უბადრუკი წერილის მიზანი დისკრედიტაციაა – ვოლსკი

აბსურდული თემაა წამოწეული. ისიც, რაც იკითხეთ, ოჯახის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით....

მელანომის საწინააღმდეგო ვაქცინის შემდეგ მეცნიერები სხვა ტიპის კიბოს წინააღმდეგაც ცდიან mRNA-ვაქცინებს

Moderna-სა და Merck-ის მიერ შექმნილი პერსონალიზებული მელანომის საწინააღმდეგო ვაქცინის...

ან „ჰამასი“ ნებაყოფლობით გააგრძელებს განიარაღებას მომდევნო 60-90 დღის განმავლობაში, ან ისრაელს გაცილებით მეტი მხარდაჭერა ექნება – კუშნერი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ჯარედ კუშნერი აცხადებს,...

დააკავეს 5 პირი, რომლებმაც ადამიანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ტელეფონი გასტაცეს

შსს-ს ცნობით, თბილისში წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძალადობით...

კაია კალასის თქმით, შემოდგომაზე რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მასშტაბური სანქციების სიას წარადგენენ

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში,...

თურქეთმა ბენიამინ ნეთანიაჰუს დასაკავებლად ინტერპოლის „წითელი ცირკულარის“ გაცემა მოითხოვა

თურქეთმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დასაკავებლად ინტერპოლის „წითელი ცირკულარის“...

„დიდი სატრანზიტო თაღლითობა“ და საქართველო – რა წერია თეთრი სახლის ანგარიშში?

აშშ-ის თეთრი სახლის ვაჭრობისა და წარმოების პოლიტიკის ოფისმა (OTMP)...
spot_img

ყველა ამბავი

იმერეთში სავარაუდოდ თავი მოიკლა კაცმა, რომელიც 11 წლის ბავშვზე ძალადობდა

23 აგვისტოს ბაღდათის მუნიციპალიტეტში  67 წლის კაცი ცხედარი იპოვეს, რომელმაც სავარაუდოდ თავი ჩამოიხრჩო. მის წინააღმდეგ წინა დღეს არასრულწლოვანზე სექსუალური...

ირანელმა ჰაკერებმა ბრიტანეთში ელექტროსადგური მწყობრიდან გამოიყვანეს

ჰაკერებმა, რომლებიც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან (IRGC) არიან დაკავშირებული, უპრეცედენტო კიბერშეტევის შედეგად დიდ ბრიტანეთში ელექტროსადგური მწყობრიდან გამოიყვანეს, —...

ბათუმში 21 წლის ტრანსგენდერი ქალის ცხედარი იპოვეს

ბათუმში - ორკვირიანი ძებნის შემდეგ, საცხოვრებელ სახლში რუსეთის 21 წლის მოქალაქის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი ტრანსგენდერი ქალია და 2022 წლიდან...

ბერლინის მახლობლად, ტყეში იარაღის სამალავი აღმოაჩინეს. გერმანიის დაზვერვა მიიჩნევს, რომ ეს იარაღი რუსეთის დაკვეთით მკვლელობებისთვის იყო განკუთვნილი

გერმანიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გასულ წელს ბერლინის მახლობლად, ტყეში იარაღისა და ვაზნების სამალავი აღმოაჩინეს. როგორც წამყვანი გერმანული მედიასაშუალებები იუწყებიან,...

მელანომის საწინააღმდეგო ვაქცინის შემდეგ მეცნიერები სხვა ტიპის კიბოს წინააღმდეგაც ცდიან mRNA-ვაქცინებს

Moderna-სა და Merck-ის მიერ შექმნილი პერსონალიზებული მელანომის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმატებამ შესაძლოა გზა გაუხსნას ამავე ტექნოლოგიის გამოყენებას სხვა სიმსივნეების სამკურნალოდ....

ბელგიელი ავტომობილების გამყიდველი პრინცი გახდა-დნმ-ის ტესტმა სამეფო წარმომავლობა დაადასტურა

26 წლის ბელგიელი ავტომობილების გამყიდველი პრინცი გახდა მას შემდეგ, რაც ის ქვეყნის მეფის ძმის, პრინც ლორანის შვილად ოფიციალურად აღიარეს. კლემან...

შვეიცარიის ალპებში სუპერმდიდრებისთვის მიწისქვეშა საცავებს აშენებენ – ფასები ნახევარი მილიონი ფრანკიდან იწყება

შვეიცარიის ალპების ქვეშ, ას მეტრზე მეტი სისქის კლდის სიღრმეში, მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანებისთვის გიგანტურ მაღალდაცულ საცავებს აშენებენ. იქ შესაძლებელი იქნება...

რუსეთი უკრაინის დაშლას ტერორის გზით ცდილობს: ის წარმატებას ვერ მიაღწევს – მაკრონი

რუსეთი აგრძელებს და აძლიერებს თავისი აგრესიის დანაშაულს. უკრაინის დაშლას ტერორის გზით ცდილობს: ის წარმატებას ვერ მიაღწევს - ამის შესახებ...

რუსეთი რთულ პირობებშიც ჩაატარებს არჩევნებს — უკრაინის მხრიდან თავდასხმები სულ უფრო სასტიკი ხდება – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის გაგრძელების ფონზე, ფრონტზე მოწინააღმდეგისთვის ვითარების გართულებასთან ერთად, კიევი, მისი შეფასებით, უფრო...

უკრაინამ ოკუპირებულ ყირიმში Su-24M ტიპის ბომბდამშენი გაანადგურა

~უკრაინულმა ძალებმა ოკუპირებულ ყირიმში, საკის სამხედრო აეროდრომზე, რუსული Su-24M ტიპის ტაქტიკური ბომბდამშენი და აეროდრომზე განთავსებული ოთხი ერთეული ტექნიკა გაანადგურეს.ინფორმაციას,...

უკრაინას სამშვიდობო პროცესისთვის კრეატიული იდეები აქვს, მთავარი დაბრკოლება პუტინია

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, უკრაინულ მხარეს რუსეთის მიერ დაწყებული ომის დასრულებისთვის მიმდინარე სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით ახალი,...

გერმანია რუსეთის შეკავებისთვის €12 მილიარდის ღირებულების შორი მოქმედების იარაღის არსენალს შექმნის

გერმანია რუსეთის შეკავების მიზნით შორი მოქმედების იარაღის ახალი არსენალის შექმნას გეგმავს, რისთვისაც, სავარაუდოდ, თითქმის 12 მილიარდი ევრო იქნება საჭირო....