გაცვლის თუ არა რუსეთი მედვედჩუკში აზოვის მებრძოლებს – პესკოვის განმარტება

ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ “ძნელია საუბარი” ვიქტორ მედვედჩუკის აზოვსტალიდან გამოსულ “ნაციონალისტებში” გაცვლის შესაძლებლობაზე.

“ჩვენ უკვე ვთქვით, რომ მედვედჩუკი უკრაინის მოქალაქეა, მას არაფერი აქვს საერთო რუსეთთან და არ არის სამხედრო. და ის ადამიანები, ვინც აზოვსტალში ჩაბარდნენ… ჩვენ ვსაუბრობთ სამხედროებზე და ნაციონალისტური ფორმირებების წევრებზე. ამიტომ, ეს სრულიად განსხვავებული კატეგორიის ადამიანები არიან და აქ რაიმე გაცვლაზე საუბარი ძნელია”,– განაცხადა პესკოვმა.

მისივე განმარტებით, რუსეთსა და უკრაინას შორის პატიმრების გაცვლის პროცესი ამა თუ იმ ფორმით მიმდინარეობს.

დღეს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ არ გამორიცხა აზოვსტალთან ევაკუირებული უკრაინელი მებრძოლების რუს ტყვეებში გაცვლა.