“თბილისში მალე შეუძლებელი გახდება გადაადგილება ამ ფინანსური დანახარჯების გათვალისწინებით. კახი კალაძეს რამდენიმე კვირის შემდეგ ექნება მისაღები გადაწყვეტილება ამ სისტემის ცვლილების შესახებ. 2-3 კვირის შუალედში პარტიები აუცილებლად გამოვითხოვთ შესაბამის დოკუმენტაციას, რამდენმა ადამიანმა შეიძინა იმ ტიპის ვაუჩერი ერთიანი გადახდით, რომელიც რაღაც ტიპის შეღავათის მომცემი შეიძლება იყოს. წინასწარ შემიძლია ვთქვა, რომ ეს არ გასცდება სავარაუდოდ მოსახლეობის 15-20%-ს. ფაქტობრივ მოცემულობად მივიღებთ ჩვენ გაძვირებულ ტრანსპორტს, რომელიც აუცილებლად გამოიყვანს ადამიანებს საპროტესტო აქციებზე, რადგან ეს არის ყოველდღიური საჭიროების გადახდილი უზარმაზარი თანხები, რისი შესაძლებლობაც ჩვენს საზოგადოებას არ გააჩნია”

განაცხადა “ლელოს” წევრმა, ირაკლი კუპარაძემ TV კავკასიის გადაცემაში “პოლიტიკა არჩილ გამზარდიასთან ერთად”.