” გაძლიერებული დეზინფექცირებებისა და სახლში დარჩენის მიუხედავად მაინც გადაგვედო ვირუსი”- წითელ ზონად გამოცხადებულ ნიუ-იორკში მცხოვრები ნინი არევაძე სოციალურ ქსელში წერს იმის შესახებ თუ რა გზა გამოიარეს მან და მისმა მეუღლემ მას შემდეგ, რაც კორონავირუსით დაინფიცირდნენ.
“გამოცდილებას ვაზიარებ ერთი მიზნისთვის, იქნებ ვინმეს დაეხმაროს მარტივად უნერვოზოდ გადატანაში ან უბრალოდ მშვიდად ყოფნაში, ძალიან მწირი ინფორმაციაა მსუბუქ სიმპტომიან და გამოჯანმრთელებულ პაციენტებზე. (როგორებიც ძალიან ძალიან ბევრია) ხალხი მალავს, ეშინიათ, რატო ასოცირდება კორონიანი კეთროვანთან არ ვიცი ალბათ ინფორმაციის ნაკლებობის ამბავია.
მოკლედ, ჩემი ჯერმოფობობის, კიდევ უფრო გაძლიერებული დეზინფექცირებებისა და სახლში დარჩენის მიუხედავად მაინც გადაგვედო ვირუსი! ნუ რაღაც კლასტერებზე ეჭვი გვაქვს :დ(ძალიან გავრცელებულია მოგეხსენებათ აქ, ნიუ-იორკში)
ჯამში 16-18 დღე გაგრძელდა სიმპტომები:
1 დღე – დამეწყო მსუბუქი ყელის ტკივილი და დამემატა კუნთების დაღლილობა/ტკივილი, ზოგადი სისუსტე. დავკარგე სუნის შეგრძნება სრულიად.(რამაც მე-16 დღიდან დაიწყო ნელნელა აღდგენა – და ამ ვირუსის გავრცელებული მახასიათებელია გემოს დაკარგვასთან ერთად).
2 დღე – იგივენაირად სუსტად, უენერგიოდ, სულ ოფლს მასხავდა დღეც ღამეც, ოდნავ ცხვირის გაჭედვა/სიმშრალე, ძირითადად ვიწექი!
3 დღიდან – 5/6დღის ჩათვლით, როგორც ვირუსის კრიტიკული ფაზა, დამემატა: 1. გულ-მკერდის არეში დაჭიმულობა (pressure in the chest) , 2. გულის და პულსაციის აჩქარება ოდნავ გავლაზეც კი. მაგ: ნორმალურად რომ მქონდა 60-65 პულსი ამდიოდა 80-90-100-ზეც სპორტ საათზე ვაკვირდებოდი, რასაც თან სდევდა 3. სუნთქვის გაძნელება (shortness of breath) თუმცა შედარებით მსუბუქ ფორმებში, მაგ: საუბრის დროს ღრმად ჩასუნთქვები მჭირდებოდაა ან პერიოდულად, ძირითადად ძილის წინ ან შუაღამეს.
(ეს 3-იც ამ ვირუსის გავრცელებულ და შედარებით გართულებულ სიმპტომად ითვლება – გააჩნია სიმძიმეს- ჭირდება ექიმთან კონსულტაცია და დაკვირვება) ასევე ამ პერიოდში მომეხსნა ყელის ტკივილი, კუნთების დაღლილობაც, თუმცა ზოგადი სისუსტე შენარჩუნდა.
7 დღე – უკეთესობისკენ წავიდა პროცესი… ყველა სიმპტომი დამრჩა თუმცა შედარებით მსუბუქ ფორმებში დაიწყო გადასვლა.
გულ-მკერდზეც მუდმივი დაჭიმულობა მომეხსნა. თუმცა მარტივად გულის აჩქარების გამო, რაც მალე დაღლას და სუნთქვის გართულებას იწვევდა, იძულებული ვიყავი უმოქმედოდ/მწოლიარ-მჯდომიარე ვყოფილიყავი ეს და შემდეგი დღეებიც!
8 დღე – მომივიდა პასუხი (მე-6 დღეს გავეტესტე დრავ-სრუ ლაბორატორიაში) რომ პოზიტივ ვიყავი #covid19 -ზე! უკვე ისე შეგუებულ-დარწმუნებული ვიყავი რომ ეს უხსენებელი მჭირდა, თან გამოვლილ-გადატანილიც მქონდა ძირითადი ფაზა, უარყოფითი რომ ყოფილიყო მეწყინებოდა.
9 დღე იყო კაი და 10 უკეთესი, ღამე მეძინა ადამიანურად გამოღვიძებების გარეშე ვნახე ჩემი ბლოგბასტერული სიზმრები! თითქმის ყველა სიმპტონმა გაიარა. ოდნავ გულის აჩქარებებისა და სუნის შეგრძნების აღდგენის გარდა!
დანარჩენი დღეები 18 დღის ჩათვლით სიმპტომები იშვიათად ავლენდა თავს. (დღეს 21 დღეა უკვე)……
როგორ ვმკურნალობდი/რას ვაკეთებდი კორონას უმტკივმეულოდ დასამარცხებლად, რაც ასევე რეკომენდაციაა არა მარტო ჩემი არამედ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და სხვა მისთანანის: (როგორც თქვენ მეც დავიცავი დისერტაცია ამ დარგში :დ)
მთავარი გამოწვევაა ჩვენ იმუნურ სისტემას ენერგია შევუნარჩუნოთ/მივაწოდოთ რომ ქონდეს საკმარისი ანტიბადების გამოყოფის უნარი ვირუსთან საბრძოლველად!
1. ბევრი ბევრი სითხე სულ სულ მთელი დღის განმავლობაში 2 ლიტრი მაინც. (dehydration არის ერთ-ერთი სიმპტომი ამიტომ stay hydrated!) ძალიან კარგია ჯინჯერიანი და ლიმონიანი ცხელი წყალი. მდუღარე არა რაღათქმაუნდა… სისხლის მიმოქცევასაც უწყობს ხელს; თან გულის აჩქარებების გამო კოფეინის მიღებას ვერიდებოდი ჩაის ან ყავის სახით.
2. ხილი, ბოსტნეული, მწვანე საკვები – იმუნიტეტისთვის! რეკომენდირებული არაა ბევრის ჭამაც როგორც ჩვეულებრივ იგივე რაციონით. საჭმლის გადამუშავებაზეც ორგანიზმი ენერგიას კარგავს;
3. ნაკლები მოძრაობა,დატვირთვა, არანაირი ვარჯიში, ჯობია არაფერი აკეთოთ ენერგიის აღდგენამდე;
4. სიმპტომური მკურნალობა – მე მხოლოდ ყელის ტკივილის საწუწნი აბები დამჭირდა ასევე მარილიან/სოდიან თბილ წყალს ვივლებდი, 1-2 ჯერ პირველ-მეორე დღეს ტერაფლუც დავლიე. სიცხე და ხველება არ მქონია საერთოდ (აქ ბევრს ქონდა და ექიმთან კონსულტაციით ანტიბიოტიკებით მკურნალობდნენ სახლში)
5. სუნთქვის ვარჯიშები – დამჯდარ პოზიციაში, 5 წამი ცხვირით ჩასუნთქვა ნელნელა, 4 წამი შეყოვნება სუნთქვის, ისევ 5 წამი ნელნელა ამოსუნთქვა პირით, 6-7-ჯერ გამეორების შემდეგ ღრმად ამოხველება. შემდეგ იგივე მუცელზე დაწოლილმა შეგიძლიათ გააკეთოთ. დღეში რამოდენიმეჯერ გამეორება კარგია, განსაკუთრებით ვისაც სუნთქვის გაძნელება აქვს! ამით ფილტვებს ავარჯიშებთ და ცოტა გულსაც ამშვიდებს.. ლინკიც: https://youtu.be/bBkGDIeQwXo6.
არანაირი ნერვიულობა/სტრესი – რაც ასევე ასუსტებს იმუნურ სისტემას. ამ პოსტსაც მაგიტომ ვწერ, საერთო ისტერიის ფონზე ძნელია მშვიდად დარჩე, ამიტომ როცა იგებ მსგავს სიმპტომიან პაციენტებზე რომ მარტო არ ხარ თან გამოკეთდნენ უფრო მშვიდად იღებ მოცემულობას. აქ უმეტესობას, ბევრად რთულ სიმპტომებიანს და სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიას სახლში გადააქვს ვირუსი ჩვეულებრივ!
7. სუფთა ჰაერი – ანიავეთ სახლი, დაჯექით ფანჯარასთან!
აქვე დავძენ, აუცილებელია ფრთხილად იყოთ და გააგრძელოთ რეკომენდაციების დაცვა 2-3 კვირა, არის შემთხვევები რომ კარგად გრძნობენ თავს და მერე უბრუნდებათ!
ვიმედოვნებ, საერთოდ არ დაგჭირდებათ რეკომენდაციების გათვალისწინება
ხოდა კიდევ, უჩამ თითქმის უსიმპტომოდ გადაიტანა!” – წერს ნინი არევაძე.