გახარიამ თავისი თავი ამოწურა, წერტილი – ვაშაძე

“გახარიამ თავისი თავი ამოწურა, წერტილი”- ეს განცხადება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ  გააკეთა. მისი თქმითქვეყანაში სრული უმოქმედობაა, ეკონომიკა სრულად ჩამოშლილია და საქართველოში კრიზისმენეჯმენტი არ არსებობს, პრემიერ-მინისტრმა თავისი თავი ამოწურა, .

„გახარიამ თავისი თავი ამოწურა, წერტილი. სრული ჩაფლავება, არანაირი კრიზისმენეჯმენტი, სრული უმოქმედობა, გაქცეული ციფრები, ჩამოშლილი ეკონომიკა. გახარიას დღევანდელი ბრიფინგი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის გადავიდა თავის მართლების რეჟიმში, ვერაფერ სიახლეს ვერ სთავაზობს საზოგადოებას, არის სრულიად დაბნეული და ამ ხალხის გაჩერება ხელისუფლებაში აღარ შეიძლება,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.