გახარიამ მიხეილ სააკაშვილის თამაში ითამაშა – კობახიძე

”17-18 თებერვალს გახარიამ სააკაშვილის თამაში ითამაშა ”- აცხადებს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

“ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ 17-18 თებერვალს გახარიამ პირდაპირ სააკაშვილის თამაში ითამაშა. რატომ გააკეთა, გააკეთა ეს ნებსით, უნებლიედ, ნებსით თუ უნებლიედ ხდება ტვ პირველისა და ფორმულას მიერ მისი გაპიარება და ა.შ. ამ კითხვებზე მან უნდა გასცეს პასუხი.

ჩვენ არ გვაქვს განსაკუთრებული ინტერესი, აქტუალურიც არ არის მაინც და მაინც ეს თემა, დაკარგა აქტუალობა განსაკუთრებით იმ უღიმღამო პრეზენტაციის შემდეგ, რომელიც მას ორი დღის წინ ჰქონდა, შესაბამისად აქტუალური არ არის, მაგრამ ამ კითხვებზე პასუხის მიღება ჩვენთვის აქტუალური ნამდვილად არის”,-თქვა კობახიძემ.