გახარიამ პირადად მომცა მუქარის წერილი – ბადრი ჯაფარიძე

პარტია ლელოს გენერალური მდივანი, ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ ყოფილმა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მას ე.წ. მუქარის წერილი პირადად გადასცა.

“მან გადმომცა, პირადად მომცა წერილი, ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. ძალიან ცუდია, რომ გამბედაობა აკლია თქვას, კი, დავუშვი შეცდომა და ეს გავაკეთე, მაგრამ უნდა თქვას, ვინ დაავალა ამ წერილის გადმოცემა”,– თქვა ბადრი ჯაფარიძემ პალიტრანიუსის ეთერში.

ცნობისთვის, 2019 წლის 4 მარტს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ მას გიორგი გახარიამ შუამავლის მეშვეობით მუქარის შემცველი წერილი გაუგზავნა. ხაზარაძის თქმით, წერილი ანაკლიის პორტს უკავშირდებოდა და მას ემუქრებოდნენ, რომ “რეპუტაციას დაუნგრევდნენ ადგილზე და საერთაშორისო ასპარეზზე”.