გახარიას გადაწყვეტილება კანონზომიერია, რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალია – ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი გახარიას გადადგომას კანონზომიერად მიიჩნევს.

“რიგგარეშე არჩევნები ნებისმიერი სცენარით არის გარდაუვალი და რაც უფრო მალე მიიღება ეს გადაწყვეტილება, მით უფრო უმტკივნეულოდ და ნაკლები დანაკარგებით შეიძლება ქართულმა სახელმწიფომ ეს ყველაფერი გაიაროს. გახარიას გადაწყვეტილება ჩემთვის კანონზომიერი იყო. არ მეთანხმებოდა არავინ, როცა ვამბობდი, რომ ერთადერთი საღად მოაზროვნე ადამიანია იქ. მეტსაც გეტყვით, რომ თუ საარჩევნო შედეგი ქართულმა ოცნებამ აჩვენა, ეს იყო გახარიას დამსახურება. ამაზე მეტყველებს კვლევები.”,– ამბობს ხუხაშვილი მთავარი არხის ეთერში.

მისივე განცხადებით, გახარიას ნაბიჯმა “აგვაცილა სერიოზულ განსაცდელს”.

“დღევანდელი ნაბიჯით გამოჩნდა, რომ არც 20 ივნისს არ გაუცია ბრძანება და ხელისუფლებამ “ჩაუდო” სპეციალურად იმისთვის, რომ მასზე ჰქონოდათ კომპრომატი და მან ამაზე ხელი მოაწერა. მისი შეცდომა 20 ივნისს ის იყო, რომ არა მან გასცა ბრძანება, არამედ შეიტენა და ხმა არ ამოუღია”,– განაცხადა გია ხუხაშვილმა.