გახარიას გუნდის წევრი: მელია და რურუა არ არიან პოლიტპატიმრები

გახარიას გუნდის წევრი  მიხეილ დაუშვილი ამბობს, რომ ნიკა მელია და გიორგი რურუა პოლიტპატიმრები არ არიან.

“ბატონი ნიკა მელია, თქვენ კარგად იცით რასთან დაკავშირებით არის ბრალდებული. ეს არის საკანონმდებლო ორგანოზე შტურმის ორგანიზება. მე ვთვლი, რომ ბატონი ნიკა მელია არ არის პოლიტიკური პატიმარი.

ანალოგიურად, ბატონი გიორგი რურუას მიმართ არსებობს კონკრეტული საქმე, სასამართლო პროცესი გრძელდება და რაც შეეხება პოლიტპატიმრობას, დიახ, ამ შემთხვევაშიც ვფიქრობ, რომ ბატონი გიორგი რურუა არ არის პოლიტპატიმარი”,-თქვა დაუშვილმა მთავარი არხის ეთერში.

დღეს გიორგი გახარიას გუნდმა, 6–მა დეპუტატმა “ქართული ოცნება” დატოვა.