გახარიას თანაგუნდელი: ნამახვანჰესი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის

გახარიას გუნდის წევრი მიხეილ დაუშვილი ამბობს, რომ ნამახვანჰესი უნდა აშენდეს, რადგან ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

მისივე განმარტებით, ხელისუფლებამ ძალა არ უნდა გამოიყენოს, არამედ ისინი უნდა დაარწმუნოს ჰესის საჭიროებაში.

“გეზეშეს” შეფასება საშუალებას იძლეოდა, იქ გაცემულიყო ჰესის მშენებლობის ნებართვა. ვფიქრობ, ნამახვანის აშენება მნიშვნელოვანია, მაგრამ ძირითადი დატვირთვა არ უნდა მოდიოდეს ძალის გამოყენებაზე, არამედ აქცენტი უფრო მეტად უნდა გაკეთდეს მოსახლეობასთან სწორ კომუნიკაციაზე. ისინი უნდა დაარწმუნონ, რომ ეს პროექტი არის ტექნიკურადაც, ეკონომიკურადაც და შინაარსობრივადაც აბსოლუტურად გამართული და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და ენერგოდამოკიდებლობისთვის”,– ამბობს დაუშვილი მთავარი არხის ეთერში.