გახარია იბრძვის, რომ ოცნება ჩამოაცილოს 43%-ს, ანუ ენმ-ს თამაში ითამაშოს – მდინარაძე

უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ გიორგი გახარიას გადადგომა მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას აწყობდა, ყოფილ პრემიერს კი ჯერ არ უთქვამს, რს შეცვლიდა მელიას დაკავების 2–3 დღით გადავადება.

მისი თქმით, “ორი ვარიანტია” – ან შეეშინდა და საკუთარი გუნდი მიატოვა, ან შეგნებულად ითამაშა ნაციონალური მოძრაობის თამაში.

მდინარაძის მტკიცებით, გახარია თვითმმართველობის არჩევნებზეც “ენმ-ს” თამაშის თამაშს აპირებს.

“რაც შეეხება მომავალს – გახარია იბრძვის იმისთვის, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე: რამდენიმე დეპუტატი გაიყვანოს რამდენიმე რაიონის საკრებულოში ან ქართული ოცნება ჩამოაცილოს 43 პროცენტიან მაჩვენებელს,- ანუ აქაც ნაციონალური მოძრაობის თამაში ითამაშოს. პასუხი ამ შემთხვევაშიც მარტივია: წარმოუდგენელია ნაციონალებისთვის გადამდგარი გახარიას მისია მისი პარტიის რამდენიმე წარმომადგენლის საკრებულოს წევრობა იყოს”,– წერს მდინარაძე.