გახარია ივანიშვილს დაუპირისპირდა, ფსკერს ქვემოთაა დაშვებული – კობახიძე

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის აზრით, ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია “ფსკერს ქვემოთ დაეშვა”.

ის ამით ეხმიანება გახარიას განცხადებას, რომელმაც ფორმულას ეთერში თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილმა არამარტო მისი, არამედ მოქალაქეების ნდობაც არ გაამართლა.

“როცა კეზერაშვილის ტელევიზიაში დგახარ და ამბობ, რომ ჩემი იმედები ვერ გაამართლა ივანიშვილმა, ეს, არ ვიცი, რა კომენტარს იმსახურებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველანაირ ფსკერზეა ეს კაცი დაშვებული. ეს არის მორალური ფსკერი. გარდა ამისა, როცა როგორ ხვდები, რა გაწყობს და რა – არა, ეს ნიშნავს, რომ ფსკერს ქვემოთაც ხარ დაშვებული.

მთელი მისი აგიტაცია აგებული იყო იმაზე, რომ მას ჰქონდა კოორდინაცია „ოცნებასთან“, ივანიშვილთან და ა.შ., მაგრამ დღეს ის კეზერაშვილის ტელევიზიაში პირდაპირ დაუპირისპირდა ივანიშვილს. ის ისეთ ქმედებებზეა გადასული, რაც ბოლომდე თვითდაზიანებას ნიშნავს”. – თქვა ირაკლი კობახიძემ.