გეგონათ, რომ ჩააქრეთ ცისარტყელა, მაგრამ ის უფრო ძლიერად მოგვევლინა – ღოღობერიძე

“გეგონათ, რომ ჩააქრეთ ცისარტყელა, მაგრამ ის უფრო ძლიერად მოგვევლინა” – ასე მიმართავს კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე ჰომოფობებს, რომლებმაც მედიასა და მშვიდობიან მოქალაქეებზე იძალადეს.

“თქვენ გეგონათ, რომ ჩააქრეთ ცისარტყელა, მაგრამ ის ბევრად უფრო ძლიერად მოგვევლინა და ჩაუქრობელ ფერებად აკიაფდა თბილისის ცაზე! ბოლოს და ბოლოს, ცისარტყელა ჩვენს სულშიც გაბრწყინდება, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს დიდი დანაკარგების და ტკივილის ფასად მოხდება”- განაცხადა ღოღობერიძემ.