გედევან ფოფხაძემ კანონპროექტის კენჭისყრის შემდეგ დეპუტატების დათვლა მოითხოვა

საქართველოს საარჩევნო კოდექსის ცვლილებები პარლამენტში დღეს 2 სექტემბერს გამართულ პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღეს. ცვლილებებს 77 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი არცერთი იყო.  საქართველოს პარლამენტის წევრ, გედევან ფოფხაძეს არ სჯერა, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტს 77 დეპუტატმა დაუჭირა მხარი და მანდატურებს დარბაზში პარლამენტარების დათვლა თხოვა.

“ამონაწერი ამოვიღოთ და შევამოწმოთ 77 ადამიანმა მისცა თუ არა ხმას ორგანულ კანონს. 77 არ მგონია, რომ რეალური ციფრი იყოს”, – განაცხადა ფოფხაძემ პლენარულ სხდომაზე.

ეს შედეგი პლენარულ სხდომაზე საარჩევნო ცვლილებების მიღებისას დაფიქსირდა.