გენერალი მარკ მილი: რუსეთმა წააგო და ამაში დიდ ფასს იხდის

შეერთებული შტატების  შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის  უფროსი,გენერალი მარკ მილი  პენტაგონის ხელმძღვანელთან, ლოიდ ოსტინთან ერთად ბრიუსელში იმყოფება.. ერთობლივ პრესკონფერენციაზე მან უკრაინაში  ფრონტზე შექმნილი ვითარება ასე შეაფასა:

”პუტინი ფიქრობდა, რომ სწრაფად დაამარცხებდა უკრაინას, გაყოფდა ნატოს და დაუსჯელი დარჩებოდა. ის ცდებოდა. უკრაინა რჩება თავისუფალი და დამოუკიდებელი. ნატო და მისი მოკავშირეები კიდევ უფრო გაძლიერდნენ, რუსეთი გახდა გლობალური კეთროვანი და მთელი მსოფლიო შთაგონებულია უკრაინელების გამბედაობით და გამძლეობით.

მოკლედ, რუსეთმა წააგო. მან წააგო სტრატეგიულ, ოპერატიულ და ტაქტიკურ დონეზე. და ის ამაში უზარმაზარ ფასს იხდის ბრძოლის ველზე.“–თქვა გენერალმა მილიმ.