გერმანია ქვეყნიდან 40 რუს დიპლომატს აძევებს და პერსონა ნონ გრატად აცხადებს

გერმანია ქვეყნიდან 40 რუს დიპლომატს აძევებს და პერსნა ნონ გრატად აცხადებს. ამის შესახებ გერმანული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზა დაყრდნობით აცხადებს.

”ეს არის საპასუხო ნაბიჯი წარმოუდგენელ სისასტიკეზე, რომელიც რუსულმა ჯარმა უკრაინაში ჩაიდინა ” – ამბობს მინისტრი ანალენა ბერბოკი.

რუს დიპლომატებს 5 დღე აქვთ ქვეყნის დასატოვებლად. რუსუთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გერმანიას საპასუხო ზომებით დაემუქრა.