გერმანიის კანცლერი ნაწყენი ღვიძლის ძეხვივით იქცევა – უკრაინის ელჩი

გერმიანიაში უკრაინის ღია ელჩმა,  ანდრეი მელნიკმა მკაცრად გააკრიტიკა გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი იმის გამო, რომ ის ჯერ კიდევ ჩასულა კიევში მხარდაჭერის ნიშნად, განსხვავებით მრავალი სხვა ევროპელი ლიდერისგან.

შოლცმა გუშინ თქვა, რომ ის არ ეწვევა უკრაინის დედაქალაქს, სანამ იქ გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაინერი არ წავა.

“ნაწყენი ღვიძლის ძეხვივით [გერმანული იდიომი] ქცევა არ ჟღერს სახელმწიფოებრივად”,– მიმართა მელნიკმა შოლცს.

„ჩვენ ვსაუბრობთ ყველაზე სასტიკ გამანადგურებელ ომზე უკრაინაში ნაცისტების თავდასხმის შემდეგ, ეს არ არის საბავშვო ბაღი“, – აღნიშნა ელჩმა. 

ცნობისთვის, აპრილის შუა რიცხვებში შტაინმაიერის ვიზიტი ჩაიშალა, რადგან უკრაინულმა მხარემ უარი თქვა მის მიღებაზე.