“კრემლში მიაჩნიათ, რომ ეს სიტუაციის მორიგი დაძაბვაა. NATO-ს გაფართოება რუსეთს ფედერაციის უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების ხელყოფაა, ჩვენ ამაზე უკვე ვისაუბრეთ და ამ ამბავს სწორედ ასე აღვიქვამთ. და ბუნებრივია, ეს გვაიძულებს, მივიღოთ საპასუხო ზომები ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, როგორც ტაქტიკურად ისე სტრატეგიულად,”

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ფინეთის NATO-ში გაწევრიანება რუსეთის უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების ხელყოფაა.