“ნიკა გვარამიას საქმე ივანიშვილის სტანდარტებითაც გამორჩეულია ბევრ პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას შორის[…] ყველას უნდა შევახსენოთ, ადამიანებს ვისაც განსხვავებული აზრები აქვთ, რომ ეს ადამიანი ზის ციხეში, ფორმალურად, რადგან მისი კომპანიის მანქანა გამოიყენა. ამ აბსურდამდე არის მისული. ამანაც კი გახადა პრინციპულად ეს საკითხი, რა ამოცანითაც დაიჭირა ივანიშვილის რეჟიმმა გვარამია ძალის დემონსტრირებისთვის, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ზოგადად ასეთი რაღაცები სადაც შეიძლება მოხდეს, შეუთავსებელია ეგეთი ვითარება ჩვენს უსაფრთხო, თავისუფალ დასავლეთში დაბრუნებულ მომავალთან,”

ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობიდან ერთი წლისთავს გამოეხმაურა.