გვაჩვენონ, რომელი ერთი ლარი შეიტანეს ბიუჯეტში – ქადაგიშვილი რიონის ხეობის მცველებზე

რიონის ხეობის მცველების მოთხოვნების შესრულებამდე 1 საათი რჩება. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქტივისტები აცხადებენ, რომ თბილისის პარალიზებას მოახდენენ.

უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ ეს არა ხელისუფლების, არამედ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ულტიმატუმია.

„ვინც ქვეყანას გაჩერებით ემუქრება, ჯერ გვაჩვენონ, რა შექმნეს ამ ქვეყნისთვის 10 ლარის ღირებულების მაინც და რომელი ერთი ლარი შეიტანეს ბიუჯეტში. ეს უკვე არის ულტიმატუმი საქართველოს და არა ხელისუფლების წინააღმდეგ. ჩვენს ქვეყანას ენერგეტიკა, ინვესტიციები სჭირდება“, – აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი “იმედთან” საუბრისას.