გვერდითი მოქმედება ყველა წამალს აქვს, ვაქცინის სარგებელი ათასჯერ მეტია – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ გვერდითი მოვლენები ყველა ნივთიერებას აქვს, თუმცა ვაქცინის სარგებელი ბევრად მეტია.

“ხშირად არის საუბარი გვერდით მოქმედებებზე, გვერდითი მოქმედება აქვს ყველა წამალს და ყველა ნივთიერებას. წყალიც კი, გარკვეული დოზით მიღებული, შეიძლება, მანაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტი.

ვაქცინასაც აქვს, რა თქმა უნდა, გვერდითი ეფექტი, მაგრამ სარგებელი ვაქცინის მიერ არის ასჯერ, ათასჯერ, მეტჯერ მეტი, ვიდრე  მისი გვერდითი მოქმედება. მთელ მსოფლიოში აცრილია დაახლოებით 359 მლნ ადამიანი, აცრის შემდგომი გართულებით არც ერთი ფატალური შედეგი არ არის. მაშინ როდესაც 120  მლნ ადამიანი დაავადდა კოვიდ ინფექციით და სამწუხაროდ, 2.6 მლნ ადამიანი, 2.2% ყველა ინფიცირებულისა, დაიღუპა. ახლა აწონეთ და ავწონოთ სარგებელი და რისკი.”,– ამბობს გამყრელიძე.