გვეხვეწებიან მათ მიერ ჩახსნილი სიების აღდგენას – კობახიძე ენმ-ს განცხადებაზე

“ახლა ისინი თვითონ გვეხვეწებიან მათ მიერ ჩახსნილი სიების აღდგენას”,– ასე ეხმიანება ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ნაციონალური მოძრაობის მიმართვას.

ენმ-მ პარლამენტს მოუწოდა, ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის შეწყვეტილი მანდატები შეივსოს პარტიების პროპორციული სიიდან და სიების აღდგენის უფლება მიეცეთ.

კობახიძის შეფასებით, ეს მიუთითებს იმაზე, თუ რა მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა ქართულმა ოცნებამ “რადიკალური” ოპოზიცია.

“მათი მძიმე მდგომარეობა დადებითად აისახება ქართული დემოკრატიის ხარისხზე”,– აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.