გვიანი იქნება ქუჩაში ტანკებს როცა დაინახავთ, თუმცა ერთმანეთში, ჩხუბობთ და ეს არის საუკეთესო საჩუქარი პუტინისთვის – პავილიონისი

“თუ ლიეტუვას გზით გინდათ წასვლა გაერთიანდით, მერე როდესაც ქუჩებში ერთი ქვეყნის ტანკებს დაინახავთ, გვიან იქნება”, – განაცხადა ლიეტუვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ ზიგიმანტას პავილიონისმა “ქართული ოცნების” წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პარლამენტში.

”მიმაჩნია, რომ ყველაფერი თქვეს ხელთ არის. თქვენ პრობლემებს თუ შევადარებთ გეოპოლიტიკურ გამოწვევებს, ყველაფერი მარტივად გამოჩნდება. შესაძლოა ყველაფერი დაკარგოთ. ასე რომ, ან ლიეტუვას გზით მიდიხართ, ან ბელორუსის, არჩევანი თქვენზეა.

თუ ლიეტუვას გზით გინდათ წასვლა, გაერთიანდით: მერე, როდესაც ქუჩებში ერთი ქვეყნის ტანკებს დაინახავთ, გვიან იქნება. პრობლემა ახლა ის არის, რომ დღეს რუსეთს ტანკები საერთოდ არ სჭირდება, თქვენ თავად ჩხუბობთ ერთმანეთში და ეს არის საუკეთესო საჩუქარი, რომელსაც პუტინს აძლევთ. მე ახლა არ მინდა ცალკეული არგუმენტების შესახებ საუბარი. ახლა მთავარია, ხიდების შენება დავიწყოთ, “ქართული ოცნება” მზად არის ამისთვის, იმედი მაქვს, რომ მეორე მხარეც მზად იქნება. ასევე ვიმედოვნებ, რომ ნიკა მელიაც დაესწრება ამ შეხვედრას და ერთად მივაღწევთ საერთო აზრს”, – განაცხადა ზიგიმანტას პავილიონისმა.