“დღეს ყველანი რედაქციაში შევიკრიბეთ. ჩვენ ვგლოვობთ, ჩვენმა ქვეყანამ  პუტინის ბრძანებით უკრაინასთან ომი დაიწყო და არავინ არის, ვინც ამ ომს შეაჩერებს. გლოვასთან ერთად, ჩვენ გვრცხვენია. მთავარსარდალი ხელში მანქანის გასაღებივით ატრიალებს ატომური იარაღის ღილაკს. რა არის შემდეგი ნაბიჯი? ატომური დაბომბვა? სხვანაირად როგორ გავიგოთ პუტინის სიტყვები შურისძიების იარაღის შესახებ? НОВАЯ ГАЗЕТА-ს ამ ნომერს ჩვენ ორ ენაზე გამოვცემთ, იმიტომ რომ არასდროს ვცნობთ უკრაინას მტრად და უკრაინულ ენას მტრის ენად. და ბოლოს, ვფიქრობ მხოლოდ რუსი ხალხის ანტისაომარ მოძრაობას შეუძლია გადაარჩინოს სიცოცხლე ამ პლანეტაზე”

აცხადებს, რუსული გამოცემის, НОВАЯ ГАЗЕТА-ს მთავარი რედაქტორი, დიმიტრი მურადოვი.