გვჭირდება კედელი ცივილიზაციასა და ბარბაროსებს შორის – კულება

“გვჭირდება კედელი ცივილიზაციასა და ბარბაროსებს შორის” – რუსეთის სარაკეტო თავდასხმას საპორტო ქალაქ ოდესაზე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება გამოეხმაურა.

“ოდესაზე რუსული სარაკეტო დარტყმის ერთადერთი მიზანი ტერორია. რუსეთი უნდა დასახელდეს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ და მის მიმართ უნდა იყოს შესაბამისი მოპყრობა. არანაირი ბიზნესი, არანაირი კონტაქტები, არანაირი კულტურული პროექტები. ჩვენ გვჭირდება კედელი ცივილიზაციასა და ბარბაროსებს შორის, რომლებიც მშვიდობიან ქალაქებს რაკეტებით ესხმიან თავს”- წერს დმიტრო კულება.