გვჭირდება ძალიან მკაფიო განცხადება საქართველოს მთავრობისგან, თუ სად დგანან – ევროპარლამენტარი

“გვჭირდება ძალიან მკაფიო განცხადება საქართველოს მთავრობისგან, თუ სად დგანან ” –  ასე  ეხმაურება ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი, უკრაინის დაზვერვის ინფორმაციას, რომლის მიხედვით რუსები საქართველოს გავლით კონტრაბანდისთვის არხებს ქმნიან.

“ჩვენ გვჭირდება ძალიან მკაფიო განცხადება საქართველოს ხელისუფლებისგან, თუ სად დგანან: ევროკავშირთან და უკრაინასთან თუ მალულად პუტინის რეჟიმთან. ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ ისინი ჩვენთან არიან. იმედი მაქვს, სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებული ბრალდება არასწორია”, – წერს გალერი.