გია ვოლსკი ოპოზიციის პროტესტს რუსეთთან “შეთამაშებულ” ქმედებად მიიჩნევს

მმართველი გუნდის  დეპუტატიგია ვოლსკი ოპოზიციის პროტესტს რუსეთთან “შეთამაშებულ” ქმედებად მიიჩნევს. მისი თქმით, რუსეთისა და გრიგორი კარასინის ინტერესებშია, შეინარჩუნოს დაძაბულობა ქართულ პოლიტიკურ ველზე.

“თითქოსდა, შეთახნმებული ქმედებასავით წარმოჩინდა კარასინის განცხადება და იმ წუთში მათ სასარგებლოდ იმ პოლიტიკური ძალების აღზევება, რომლებიც სერიოზული დამნაშავეები არიან იმაში, რომ საქართველოს ტერიტორიების დიდი ნაწილი არის ოკუპირებული. ასე, რომ, აი, ეს შეთამაშებული ქმედებები სწორედაც სხვა რამეზე მიუთითებს”, – აცხადებს ვოლსკი

შეგახსენებთ, ზურაბ აბაშიძესა და კარასინს შორის შეხვედრა გუშინ, ონლაინფორმატში ჩატარდა. შეხვედრის შემდეგ განცხადება გაავრცელა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრაზე მხარეების მიერ “დადასტურდა ორმხრივი განწყობა 2019 წელს მომხდარი ცნობილი ანტირუსული პროვოკაციის უარყოფითი შედეგების აღმოსაფხვრელად, რომელიც ქართველმა ნაციონალისტებმა მოაწყვეს”.