მინდა, ყველას მოგილოცოთ! ბათუმი “კრეატიული ქალაქების” ნუსხაში შევა – ბოლქვაძე

უმრავლესობის წევრი ელისო ბოლქვაძე აცხადებს, რომ ბათუმი იუნესკოს “კრეატიული ქალაქების” ნუსხაში შევა.

“მინდა, ყველას მოგილოცოთ! “იუნესკოსთან”დაწყებული მოლაპარაკებები პარიზში წარმატებით დავასრულეთ, სხვა გამორჩეულ ევროპულ ქალაქებთან ერთად, “კრეატიული ქალაქების” ნუსხაში შევა ბათუმი. ეს ნიშნავს ჩვენი ქვეყნის პოზიციების გაძლიერებას მსოფლიო კულტურულ და ტურისტულ რუქებზე.

ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურადაც მნიშვნელოვანია. სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, თანამშრომლობისათვის გულითადი მადლობა მინდა ვუთრა “იუნესკოს” გენერალური მდივნის მოადგილეს, ბატონ ერნესტო ოტონეს”,– წერს ბოლქვაძე.