პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მივიდა და სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.
კითხვაზე, შეხვედრაზე ხომ არ განიხილეს გიორგი რურუას შეწყალების საკითხი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პასუხობენ, რომ ისინი სამუშაო ტიპის შეხვედრებს პერიოდულად მართავენ და ესეც რიგითი მათგანი იყო.
ცნობისთვის, გიორგი რურუასთვის 4-წლიანი პატიმრობის მისჯას ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე ანდრიუს კუბილიუსი გამოეხმაურა და თქვა, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანის მაიკ პომპეომ გაფრხილების მიუხედავად, სასამართლოს პოლიტიზირება გრძელდება.
აშშ–ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ჯიმ რიშის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუა უნდა შეიწყალოს.
ზურაბიშვილს შეწყალებისკენ მოუწოდა ევროპალამენტარმა ანა ფოტიგამაც.