“პომპეომ გაგაფრთხილათ…მაგრამ სასამართლოს პოლიტიზაცია გრძელდება” – კუბილიუსი რურუას განაჩენზე

გიორგი რურუასთვის 4 წლიანი პატიმრობის შეფარდებას ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე     ანდრიუს კუბილიუსი    ეხმაურება.     ევროპარლამენტარი Twitter-ზე წერს, რომ აშშ- ს სახელმწიფო მდივნის გაფრთხილების მიუხედავად, სასამართლოს “პოლიტიზაცია გრძელდება”:

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გაგაფრთხილათ სასამართლო და საარჩევნო პროცესის პოლიტიზაციის თავიდან ასარიდებლად. მაგრამ სასამართლოს პოლიტიზაცია გრძელდება: გიორგი რურუას, ოპოზიციური ტელეარხის ინვესტორს, პატიმრობა მიუსაჯეს. გადადგამს თუ არა პრეზიდენტი ნაბიჯს და დაიცავს 8 მარტის შეთანხმების სულისკვეთებას? – წერს კუბილიუსი.

გიორგი რურუას 30 ივლისს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

რურუას დაცვის მხარე  განაჩენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს და მის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა, თუმცა საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება პროკურატურის ვერსიას არ ადასტურებდა. რურუას დაცვის მხარემ რამდენიმეთვიანი სასამართლო პროცესების განმავლობაში, არაერთხელ დააყენა მისი გათავისუფლების შუამდგომლობა, თუმცა სასამართლო ამ გადაწყვეტილებას არ იღებდა.