გიორგი ვაშაძეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთ წევრმა სერგო ჩიხლაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„გიორგი ვაშაძემ ტესტი ჩაიტარა როგორც PCR ტესტირება, ასევე ტესტირება ანტისხეულებზე. პასუხი არის უარყოფითი. კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ასევე შედგენილია 87 კაცის სია, რომელიც გადაგზავნილია დაავადებათა კონტროლის ცენტრში ეს 87 ადამიანი არის, ვისაც გადაკვეთა ჰქონდა თაკო ჩარკვიანთან. ყველა დაიტესტება და შესაბამისი პასუხები იქნება ხვალ ცნობილი“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.