გიორგი ვაშაძე კიევში პეტრო პოროშენკოს შეხვდა

“სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერი გიორგი ვაშაძე უკრაინაში ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს შეხვდა. შეხვედრის ამსახველ ფოტოს ის საკუთარ Facebook–გვერდზე აქვეყნებს.

ვაშაძე წერს, რომ ფოტო კიევშია გადაღებული, თბილისში კი ხვალ დაბრუნდება.

ჯერჯერობით უცნობია შეხვედრის დეტალები. ვაშაძე ამის შესახებ საქართველოში დაბრუნების შემდეგ ისაუბრებს.

ცნობისთვის, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე პოროშენკოს საარჩევნო შტაბში მუშაობდა.