გიორგი ვაშაძის მამა კორონავირუსით გარდაიცვალა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის მამა, გუტა ვაშაძე კორონავირუსით დღეს დილით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, 73 წლის გუტა ვაშაძე მედიკოსია და ის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.